Foto

საქართველოს ბანკი მწვანე ინიციატივების მხარდაჭერასა და საქართველოს უნიკალური ეკოსისტემის დაცვას აქტიურად განაგრძობს

საქართველოს ბანკი, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი ინიციატივებს ახორციელბს.

ფინანსური ინსტიტუტისათვის ქვეყნის ენდემური ეკოსისტემის, ფლორისა და ფაუნის შენარჩუნება ერთ-ერთი პრიორიტეტია, რის გამოც მრავალი წელია ბანკი კავკასიის ბუნების ფონდთან - CNF ერთად საქართველოს 12 დაცული ტერიტორიის: ბორჯომ-ხარაგაულის, ლაგოდეხის, თუშეთის (ეროვნული პარკი და დაცული ლანდშაფტი), ვაშლოვანის, მტირალას, ჯავახეთის, ყაზბეგის, ალგეთის, კინტრიშის, მაჭახელის, ფშავ-ხევსურეთის და ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების მხარდამჭერია.  

აღნიშნული ტერიტორიების საერთო ფართობი დაახლოებით 520,000 ჰექტარია და  მოიცავს 11 ადმინისტრაციულ და ვიზიტორთა ცენტრს, რომლებიც 350-მდე ადამიანს ასაქმებს, მათ შორის – რეინჯერებს, რომლებიც   ბიომრავალფეროვნების დაცვაში განსაკუთრებულ როლს ასრულებენ.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკის მხარდაჭერა ფარავს ადმინისტრაციული და ინფრასტრუქტურული ხარჯების მნიშვნელოვან ნაწილს, რითაც ხელს უწყობს დაცული ტერიტორიების მდგრად კონსერვაციას.

“საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებისთვისმდგრადი განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღირებულებაასწორედ ამიტომსხვადასხვა პროექტებს ვახორციელებთ და ვუჭერთ მხარს - როგორც ბიზნესებისთვისისე საზოგადოებისა და ინდივიდებისთვისამ მიზნების მისაღწევად მჭიდროდ ვთანამშრომლობთ სანდო და კომპეტენტურ პარტნიორებთან CNF-თანსხვადასხვა საერთაშორისო ფონდებთან და ორგანიზაციებთანაღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, 2009 წლიდან მხარს ვუჭერთ საქართველოს დაცულ ტერიტორიებსრითაც ჩვენი წვლილი შეგვაქვს ქვეყნის ენდემური ეკოსისტემისფლორისა და ფაუნის კონსერვაციასა და შენარჩუნებაში, - აღნიშნავს ანა ლომთაძესაქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი.

სულ მალე კი საქართველოს ბანკი ახალ ინიციატივას - წერილები ბუნებისგან გააჟღერებს, რომელი საქართველოს ბანკისა და CNF - კავკასიის ბუნების ფონდის ერთობლივი პროექტია.

საქართველოს ბანკისა და CNF-ის კოლაბორაციით იქმნება ინიციატივა ბუნების დასახმარებლად. ინიციატივა ბრენდებისა და ბუნების კავშირის ახალ სტანდარტს შექმნის. 

პროექტი მიზნად ისახავს:

  • ბრენდებმა კარგად დაინახონ ბუნების დაცვის პასუხისმგებლობა;  
  • საკითხის მიმართ ცნობადობის ამაღლებას;
  • აინსპირირებს ბრენდებს გადადგან ქმედითი ნაბიჯები.

ახალ კამპანიაზე კრეატიულმა სააგენტომ - ლივინგსტონმა იმუშავა.